FANDOM


Piers Nivans
250543
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაბადების თარიღი:1987
სიკვდილის თარიღი:1 ივლისი, 2013
ეროვნება:კავკასიური / ამერიკელი
საქმიანობა:BSAA ჯარისკაცი
სტატუსი:გარდაცვლილი
ფიზიკური ინფორმაცია
სქესი:კაციIconკაცი
სიმაღლე:1.78 სმ
გეიმპლეი
Appearances
First appearance:[first appearance not given]
ბოლო ცვლილება: ago. (Purge)

პირს ნივანსი BSAA-ს ჩრდილო ამერიკის ფილიალის წევრი იყო. ნივანსი მომხდარი ინციდენტის დროს კრის რედფილდთან მსახურობდა.

ბიოგრაფია Edit

ადრეული ცხოვრება Edit

მისი თქმით, პირსის ოჯახს აქვს სამხედრო ისტორია. პირსს სურდა რომ გაეგრძელებინა დიდი ბაბუის ტრადიცია. მან წარმატებით დაამთავრა ელიტური სამხედრო აკადემია და მალევე შეუერთდა აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმს.

2010 წელს პირსი კრის რედფილდს შეხვდა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კრისმა სთხოვა რომ პირსი BSAA-ს შეერთებოდა. საბოლოოდ პირსი ჯგუფი ალფას მეორე ხელმძღვანელი გახდა.

ედონია, 2012 Edit

2012 წლის დეკემბერში, BSAA-მ მიიღო მონაწილეობა ედონიას განადგურებაში. პირსი მსახურობდა ჩრდილო ამერიკის ალფა ჯგუფში, კაპიტან კრის რედფილდთან, ფინ მაკოლისთან, ბენ აირჰარტთან, კარლ ალფონსოსთან და ენდი უოლკერთან ერთად.

ერთ მომენტში გუნდი წააწყდნენ არაინფიცირებულ, დაქირავებულ მებრძოლ ჯეიკ მიულერს და მთავრობის აგენტ შერი ბირკინს. პროტესტის მიუხედავად კრისმა, ჯეიკი ვერტმფრენით გაუშვა რადგან ის მთავრობას სჭირდებოდა. მოგვიანებით ჯგუფი ალფა კონტაქტში შევიდა ქალთან სახელად ადა ვონგ, რომელმაც დააინფიცირა ალფა ჯგუფი, ამ ჯგუფიდან კი მხოლოდ კრისი და პირსი გადარჩნენ.

ლანშიანგი, 2013 Edit

"What happened to the legendary Chris Redfield, huh?! What happened to you?!"

— Piers confronting Chris about his change in personality.

ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ, პირსმა კრისი აღმოაჩინა ედონიის ერთ-ერთ ბარში, ის ბევრს სვამდა და ეწეოდა. კრისს არაფერი არ ახსოვდა ბიოლოგიური ტერორიზმის, პირსის და მისი მკვდარი მებრძოლების შესახებ. პირსი იძულებით ახსენებს ყველაფერს და აიძულებს რომ დაბრუნდეს BSAA-ში და გაუძღვეს მისიას ლანშიანგში.

ამ დროს განხორციელდა თავდასხმა ჯგუფ ალფაზე, გადარჩენილებმა კრისმა და პირსმა მიიღეს ინფორმაცია რომ ადა ვონგი მიემართება აეროპორტისაკენ.

ბოლოს და ბოლოს მათ იპოვეს ადა ვონგი და დაიჭირეს ლეონ კენედის და ჰელენა ჰარპერის საშუალებით. როდესაც ლეონი მიხვდა რომ ეს ორი ადას მოკვლას აპირებდნენ, მან სცადა გადარწმუნება რომ ის არ მოეკლათ არამედ დაეჭირათ. ამ დროს ადამ გაქცევა მოახერხა და ის სახურავისკენ წავიდა, კრისი და პირსი მას გაჰყვნენ, როდესაც სახურავზე ავიდნენ შეეცადეს ადა დაეჭირათ თუმცა გამოჩნდა ვერტმფრენი რომელმაც ადას ესროლა, ადა სახურავიდან გადავარდა და მოკვდა. პირსმა აღმოაჩინა ადას ქეისი სადაც ც-ვირუსი ინახებოდა მაგრამ ის მიხვდა რომ ეს უბრალოდ ც-ვირუსი არ იყო.

მუტაცია და სიკვდილი Edit

"I'm sorry... Captain... I did it for the BSAA... For the future!"

— Piers apologizing to Chris for injecting himself with the C-Virus.

კრისი და პირსი ლიფტით წყალქვეშა კვლევით კომპლექსში ჩავიდნენ, იქ მათ ჯეიკი და შერი ნახეს. მათ აღმოაჩინეს რომ ადას უფრო ძლიერი და სასიკვდილო იარაღი ჰქონდა შექმნილი სახელად ჰაოსი. ჯეიკი და კრისი გაიყვნენ, კრისი და პირსი ლიფტით ზედა კომპლექსში ავიდნენ სადაც გაქცევას გეგმავდნენ.

არსების მოულოდნელი თავდასხმის შედეგად პირსმა ხელი დაკარგა, მან ადას ც-ვირუსი (გაძლიერებული) გაიკეთა ჭრილობაში და მან მუტაცია განიცადა, ამოუვიდა ხელი რომელიც დიდი ოდენობით ელექტროენერგიას გამოყოფს.

როდესაც კაფსულას მიადგნენ (რომლითაც უნდა გაქცეულიყვნენ) პირსმა კრისი კაფსულაში შეაგდო, კარები დაუკეტა და კაფსულა გაუშვა. კრისმა პროტესტი გამოთქვა მაგრად პირსმა ცხოვრების დასრულება გადაწყვიტა რადგან ის უკვე ადამიანი აღარ იყო.

სანამ პირსი გარდაიცვლებოდა კრისს კაფსულაში ჰაოსი დაესხა თავს, ამ დროს პირსმა ელექტროენერგია გაუშვა ჰაოსისაკენ და ის გაანადგურა. პირსმა კრისის სიცოცხლე იხსნა.

პიროვნება Edit

პირს ნივანსი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავს მის ხელმძღვანელს კრის რედფილდს.მას ახასიათებს ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა და თავშეკავებულობა.

შესაძლებლობები Edit

პირსი არის გამოცდილი მსროლელი და ასევე ის არის BSAA-ს მაღალი რანგის სნაიპერი. ის ასევე კარგად ერკვევა ჰაკერულ სისტემებში, მას ასევე შეუძლია ხელით გააქტიუროს რაკეტები.fr:Piers Nivans

მოძიებულია "http://ka.residentevil.wikia.com/wiki/Piers_Nivans?oldid=641"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.