Residentevil Wiki
Advertisement
Leon Scott Kennedy
Latest
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 1977
ეროვნება: RPD ოფიცერი (1998)

US მთავრობის აგენტი (1998-2011) DSO აგენტი (2011-)

სტატუსი: ცოცხალი
ფიზიკური ინფორმაცია
სქესი: კაციIconკაცი
სიმაღლე: 1.78 სმ
გეიმპლეი
Appearances
First appearance: [first appearance not given]
ბოლო ცვლილება: ago. (Purge)

ლეონ სკოტ კენედი არის ამერიკის ოპერაციული აგენტი. სანამ ლეონი აგენტი გახდებოდა ის მუშაობდა რაკუნ სიტის პოლიციის დეპარტამენტში (R.P.D.).

ბიოგრაფია[]

რაკუნ სიტი[]

"Hey! It's up to us to take out Umbrella!"

ლეონს აქვს დიდი სურვილი რომ დაიცვას და ემსახუროს რაკუნ სიტის. მისი არჩევნის მიზეზი იყო ის რომ მის გარშემო ბევრი კრიმინალი ხდებოდა.

1998 წლის 29 სექტემბერს, ლეონი ჩამოვიდა რაკუნ სიტიში, როდესაც მან მიაღწია ქალაქის საზღვრებს მან დაინახა რომ ეს ადგილი იყო მიტოვებული. მან არაფერი იცოდა ტ-ვირუსის შესახებ

როდესაც ის ქალაქში ჩავიდა მან გააჩერა მანქანა და ტერიტორია შეამოწმა. ამ დროს გამოჩნდა რამოდენიმე ზომბი და ლეონზე თავდასხმა სცადეს. როდესაც ლეონი ზომბებს დაუსხლტა ის შეხვდა კლერ რედფილდს რომელიც ქალაქში ჩამოვიდა დაკარგული ძმის (კრის რედფილდის) მოსაძებნად. ლეონმა და კლერმა გადაწყვიტეს რომ R.P.D.-ს შენობაში შეეფარებინათ თავი.

ანტი-ამბრელა[]

რაკუნ სიტის ინციდენტის შემდეგ კლერი და ლეონი გაიყვნენ, კლერმა კრისის ძებნა განაგრძო ხოლო ლეონი შერის უვლიდა. მალევე შერი და ლეონი აშშ-ს სამხედრომ დააკავა; შერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ხოლო ლეონი დაკითხეს. ლეონს კლერის და ადას შესახებ არაფერი უთქვამს, ვინაიდან რადგან ლეონი გამოცდილი იყო მთავრობამ მას აყვანა შესთავაზეს, ლეონი დასთანხმდა.

მას ავარჯიშებდნენ როგორც მთავრობის აგენტს და ის მალევე გახდა მთავრობის სპეციალური აგენტი. ის ექსპერტი იყო როგორც იარაღით ბრძოლაში ასევე ხელით ბრძოლაში, განსაკუთრებით დანით ბრძოლაში.

ოპერაცია ხავიერი[]

"The virus continues to grow... Altering its form, strengthening perpetually until the day comes when it can be destroyed."

2002 წელს გააგზავნეს სამხრეთ ამერიკის პატარა ქვეყანაში, როგორც საიდუმლო სამხედრო რაზმი. შტაბს ჰქონდა ინფორმაცია რომ მკვლევარი, კორპორაცია ამბრელადან დაუკავშირდა ადამიანს სახელად ხავიერ ჰიდალგო-ს. ამ ოპერაციისთვის ლეონის პარტნიორად მამაცი ჯარისკაცი ჯეკ კრაუზერი შეირჩა.

საბოლოოდ ლეონმა და კრაუზერმა დაამარცხეს ხავიერი რომელიც დაინფიცირებული იყო ტ-ვირუსით. ხავიერი მოკლეს ხოლო მის შვილს მანუელას, მთავრობამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლეონმა და კრაუზერმა ამ მისიის შემდგომ პარტნიორული ურთიერთობა დაამთავრეს. მოგვიანებით, იმავე წელს , ლეონმა შეიტყო რომ მისი ყოფილი პარტნიორი ჯეკ კრაუზერი ავტოავარიაში დაიღუპა.

ლოს ილუმინადოს[]

"Guess that's a local's way of breaking the ice. Anyway, you know what this is all about. My assignment is to search for thePresident's missing daughter.'"

— Leon to a pair of Spanish police officers assigned to him.[8]

2004 წელს, ახლად არჩეული პრეზიდენტი ლეონს დაცვად იყვანს. მოგვიანებით როდესაც პრეზიდენტის ქალიშვილი ეშლი გრაჰამი გაიტაცეს ლეონის პირველი მისია იყო ინფორმაციის მოგროვება გამტაცებლებზე. შეგროვებული ინფორმაციიდან ლეონმა დაასკვნა რომ გამტაცებლები შორეული ევროპიდან არიან. მოგვიანებით ლეონი, პოლიციის ორ წევრთან ერთად გაიგზავნა მისიაზე, თუმცა როგორც ჩანს, უცნაური რამ მოუვიდათ აქ მცხოვრებლებს. შემდეგ პოლიციის ორი ოფიცერი გაქრა და დაიღუპა.

შემდგომში ლეონმა ინგრიდ ჰანიგანისგან შეიტყო ინფორმაცია დამნაშავეები თავის თავს ლოს ილუმინადოს უწოდებენ (ესპანური, ნიშნავს "განმანათლებლებს" ან უფრო "ილუმინატს"). ამ რელიგიური სექტის ხელმძღვანელია კაცი სახელად ოსმუნდ სადლერი.

მისიის დროს ლეონს დაეხმარა მკვლევარი ლუის სერა, კაცი რომელიც სადლერისთვის მუშაობდა, მაგრამ უღალატა მას. ლეონი ამ ნაწილში კიდევ ხვდება ადა ვონგს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ ოპერაციაში. ის დახმარებას უწევს ლეონს თუმცა მას განსხვავებული მისიები აქვს.

ლეონი პოულობს ეშლის ეკლესიაში, და მათი ერთადერთი მისიაა ამ ადგილის დატოვება თუმცა მალევე გამოავლენენ რომ მათ გაუკეთეს წამალი სახელად ლას პლაგას ("სასჯელი") და მათ უწევთ იპოვონ დრო იმისთვის რომ განიკურნონ სანამ სადლერის მონებად იქცევიან. ლეონი ასევე უპირისპირდება სადლერის ორ დამხმარეს: ბიტორეს მენდეზს და ოსმუნდ სალაზარს. ლეონი ასევე უპირისპირდება თავის ძველ პარტნიოს ჯეკ კრაუზერს, რომელიც ორმაგ აგენტად მუშაობს სადლერისთვის. ასევე გამოვლინდა რომ მესამე მოთამაშე ამ ინციდენტში არის ალბერტ ვესკერი ვისთვისაც მუშაობს ადა.

ჰარვარდვილი და ვილფარმა[]

"Shoot 'em in the head.'"

— Leon advising the SRT on how to handle the by-product of a t-Virus outbreak.

2005 წელს, ვილფარმას ხელმძღვანელმა, გაუშვა ტ-ვირუსი ჰარვარდვილის აეროპორტში. მთავრობამ შენობა დაბლოკა და შენობაში სპეციალური რეაგირების ჯგუფი შეაგზავნა რათა შენობა ზომბებისაგან გაენთავისუფლებინათ.

ამ მისიისთვის პრეზიდენტმა 28 წლის ლეონი შეარჩია, რადგან ის გამოცდილი იყო ზომბებთან ბრძოლაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ისწავლა ზომბების ეფექტურად მოკვლა და ამასთან ერთად შენობიდან გამოიყვანეს 5 გადარჩენილი მათ შორის კლერ რედფილდი.

აღმოსავლურ სლავური რესპუბლიკა[]

"Well then, I guess my only option is to lose my American citizenship for a while."

2011 წელს, ლეონი გაიგზავნა აღმოსავლურ სლავურ რესპუბლიკაში. ჭორების მიხედვით B.O.W. იქნა გამოყენებული ომში. აშშ-ს მთავრობამ გააგზავნა აგენტი რათა გაეგოთ სიტუაცია. ლეონი როდესაც დანიშნულ ადგილზე მივიდა, მიიღო ინფორმაცია ინგრიდ ჰანიგანისგან რომ ყველა მისია მთავრობის მიერ გაუქმებულია და უნდა დაბრუნებულიყო თუმცა ლეონმა ჰანიგანს არ მოუსმინა და გზა გააგრძელა რადგან ის არ დატოვებდა ამ ადგილს სანამ სიტუაციას არ გაარკვევდა.

ტალ ოაკსი, ა.შ.შ[]

"I can't believe this is happening again. It's just like Raccoon."

29 ივნისი, 2013, თითქმის თხუთმეტი წელი რაკუნ სიტის ინციდენტის შემდეგ. აშშ-ს პრეზიდენტს ადამ ბენფორდს სურს რომ გაამხილოს ყველაფერი რაკუნ სიტის ინციდენტზე, პრეზიდენტის თანმხლები არიან ლეონ კენედი და საიდუმლო აგენტი ჰელენა ჰარპერი. როდესაც ბიოლოგიური ტერორისტული თავდასხმა მოხდება, პრეზიდენტი დაინფიცირდება და ზომბად იქცევა. პრეზიდენტი ჰელენაზე თავდასხმას სცდის, ამ დროს ლეონს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და პრეზიდენტს თავში ესვრის. ამის შემდეგ ჰელენა თავს დაიდანაშაულებს და იტყვის რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია და ლეონს მოუყვება ყველაფერს როდესაც ტალ ოაკსის ეკლესიაში მივლენ.

ინგრიდ ჰანიგანი იუწყება რომ ქალაქში უკვე 70,000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული ც-ვირუსით. ჰანიგანი ასევე იუწყება რომ ამ ყველაფერში ნეო-ამბრელას ხელი ურევია.

როდესაც ლეონმა და ჰელენამ ეკლესიაში შეაღწიეს, მათ ნახეს საიდუმლო გასასვლელები რომლებსაც მიწისქვეშა ლაბორატორიაში გაჰყავდათ. როდესაც ლაბორატორიაში მივიდნენ მათ ნახეს ჰელენას და (დებორა ჰარპერი), ის ც-ვირუსით იყო დაინფიცირებული. ადა ვონგი დაეხმარა ლეონს და ჰელენას, მონსტრის განადგურებაში. როდესაც ჰელენამ თავისი და მოკლა, დაიფიცა რომ სიმონსი ამისთვის პასუხს აგებდა.

პიროვნება[]

ლეონი თავიდან ჩანს როგორც პოლიციის რეკრუტი. მას შემდეგ რასაც ლეონი რაკუნ სიტის ინციდენტის დროს გააკეთებს ის დააინტერესებს მთავრობას და მთავრობა მას სამსახურს შესთავაზებს. ლეონი არის ძალიან მოწყალე და ობიექტური.

ლეონი არის ძალიან მეგობრული. ის დაუმეგობრდა კლერ რედფილდს პირველივე შეხვედრის შემდეგ. ასევე ის პატივს სცემდა ჯეკ კრაუზერს როგორც ჯარისკაცს და მეგობარს. ის მალევე დაუმეგობრდა ლუის სერას და მაიკს.

ლეონი არის ძალიან მექალთანე, მას მისიის დროს რამოდენიმე ქალთან ჰქონდა ფლირტი, მათ შორის ინგრიდ ჰანიგანთანაც.

კატეგორია:Characters კატეგორია:Resident Evil 4-ის პერსონაჟები კატეგორია:Resident Evil 6-ის პერსონაჟები კატეგორია:Resident Evil 2-ის პერსონაჟები fr:Leon Scott Kennedy

Advertisement