FANDOM


Claire Redfield
ClaireRedfield
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაბადების თარიღი:1979
ეროვნება:ამერიკელი
საქმიანობა:TerraSave წევრი
სტატუსი:ცოცხალი
ფიზიკური ინფორმაცია
სქესი:ქალიIconქალი
სიმაღლე:1.69 სმ
გეიმპლეი
Appearances
First appearance:[first appearance not given]
ბოლო ცვლილება: ago. (Purge)

კლერ რედფილდი არის TerraSave-ის წევრი. ასევე ის არის BSAA-ს კაპიტნის, კრის რედფილდის უმცროსი და.

ბიოგრაფია Edit

კლერი არის რაკუნ სიტის ინციდენტის ერთ-ერთი გადარჩენილი, რომელიც მოხდა 1998 წელს, მას შემდეგ რაც მისი ძმის საძებნელად გაემგზავრა რაკუნ სიტიში.

ქალაქიდან თავის დაღწევის შემდეგ ის ლეონ კენედის დახმარებით, აგრძელებს თავისი ძმის ძებნას, ევროპაში. ამ დროს ის დაიჭირა კორპორაცია ამბრელამ და გადაიყვანეს როკფორდის კუნძულზე. როდესაც როკფორდზე თავდასხმა მოხდა კლერმა გაქცევა სცადა სტივ ბარნსაიდთან ერთად. ამის შემდეგ მისმა ძმამ კრის რედფილდმა გაიგო მის შესახებ და გადაარჩინა ის.

2005 წელს, ის დაუპირისპირდა ტ-ვირუსს, როდესაც მივიდა ჰარვარდვილის აეროპორტში თავის მეგობრების დასახვედრად. როდესაც კლერი აეროპორტში გადარჩენას ცდილობდა, ის შეხვდა თავის ძველ მეგობარს ლეონ კენედის, ამჯერად როგორც მთავრობის აგენტს.

ადრეული ცხოვრება Edit

კლერი თავის უფროს ძმასთან კრის რედფილდთან ერთად გაიზარდა. კრისმა კოლეჯი გამოტოვა და ეგრევე ა.შ.შ.-ს საჰაერო ძალებს შეუერთდა, ხოლო კლერი სწავლას განაგრძობდა. კრისი კლერს ავარჯიშებდა ხელით ბრძოლაში.

რაკუნ სიტის ინციდენტი Edit

"I have to find my brother."

კლერი რაკუნ სიტიში თავისი ძმის საპოვნელად ჩამოვიდა, თუმცა მან რაღაც საშინელი აღმოაჩინა. როდესაც კლერმა ლეონ კენედი ნახა, მათ გადაწყვიტეს რომ სასწრაფოდ გაქცეულიყვნენ ქალაქიდან.

პოლიციის შენობაში კლერი აღმოაჩენს კრისის დღიურს, და ნახავს რომ კრისი რაკუნ სიტიში აღარ იყო. პოლიციის შენობაში კლერი აღმოაჩენს ვილიამ და ანეტ ბირკინების შვილს, შერი ბირკინს.

კუნძული როკფორტი Edit

"I don't know what went on between you two, but you have it all wrong. My brother is not the kind of person you think he is. "

— Claire to Albert Wesker

რაკუნ სიტიდან გაქცევიდან 3 თვის შემდეგ, კლერი შეაღწევს ამბრელას კორპორაციაში პარიზში, რათა იპოვეს თავისი ძმა კრისი. გამოძიების დროს კლერი როდრიგო ხუან რავალმა დაიჭირა და გადაიყვანა კუნძულ როკფორტზე. ცოტა ხნის შემდეგ კლერს სროლის ხმა გამოაღვიძებს, შემდეგ კი როდრიგო გაანთავისუფლებს კლერს რათა მისი ძმის ძიება გააგრძელოს. კუნძულს თავს დაესხნენ და გაავრცელეს ახალი ვირუსი. მალევე კლერმა გაარკვია რომ კორპორაცია ამბრელა მის ძმას კრისს უთვალთვალებდა.

ჰარვარდვილის ინციდენტი Edit

"Bastard! That little girl will probably have nightmares for the rest of her life because of you!"

როკფორტის ინციდენტის შემდეგ რაც კრისმა კლერი გადაარჩინა ისინი გაიყვნენ, კრისი BSAA-ს არმიას შეუერთდა, ხოლო კლერი შერისთან დაბრუნდა რათა დაეხმაროს მას ვირუსის მოშორებაში. საბოლოოდ კლერი შეუერთდა არასამთავრობო ადამიანთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციას TerraSave-ს. როკფორტის და რაკუნ სიტის ინციდენტიდან შვიდი წლის შემდეგ კლერი ჩამოდის ჰარვარდვილის აეროპორტში რათა დახვდეს თავის მეგობარს რომელიც TerraSave-ს წევრია.

მოგვიანებით აეროპორტში ჩნდება ზომბის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, კლერი მას ნიღაბს მოხდის და პოლიცია მას დააპატიმრებს. ამ დროს პოლიციელმა დაინახა მეორე პროტესტანტი რომელიც ზომბს გავდა, მან იფიქრა რომ ისიც ნიღბიანი მამაკაცი იქნებოდა თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ზომბი პოლიციელს თავს დაესხა და მოკლა, მოგვიანებით სენატორ რონ დეივისის დაცვაც მოკლული იქნა ზომბებისაგან.

აეროპორტში პანიკა ატყდა, კლერი მისი დეიდაშვილის რანის დასახმარებლად გაემართა რომელიც ისევ აეროპორტში იყო. როდესაც რანის დასახმარებლად გაემართა მან მხარი გაკრა კურტის მილერს რომელიც ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა. როდესაც კლერმა რანი იპოვა მას სენატორი დეივის ხელზე ჩაეჭიდა და დახმარება სთხოვა. ცოტა ხნის შემდეგ აეროპორტს თვითმფრინავი დაეჯახა, მალევე თვითმფრინავის კარები გაიღო და ზომბები გადმოვიდნენ.

კლერმა, რანიმ და სენატორმა თავი VIP ოთახს შეაფარეს. კლერმა ქოლგა აიღო და დახმარების საძებნელად წავიდა. ის საბოლოოდ შეხვდა თავის ძველ მეგობარს ლეონ კენედის და S.R.T.-ს წევრებს ანგელა მილერს და გრეგ გლენს. ჯგუფი ხელმძღვანელობდა რომ გადარჩენილები აეროპორტიდან გაეყვანათ.

როდესაც გადარჩენილები აეროპორტიდან გაყავდათ გრეგს ზომბმა უკბინა, მან სთხოვა ჯგუფის წევრებს რომ მის გარეშე წასულიყვნენ. საბოლოოდ კლერი მიემართება ვილფარმაში ფრედერიკთან ერთად, საუბრის შემდეგ ის შეიტყობს რომ არსებობს ჯი-ვირუსი. როდესაც უნდა წასულიყვნენ კლერს ლეონმა დაუძახა რომ შენობაში ბომბი იყო დამონტაჟებული, ბომბი აფეთქდა და კლერს შუშის ნამსხვრევები ფეხში შეერჭო. ლეონი დაეხმარება კლერს გაქცევაში, ის ლიფტში შეუშვებს და თავის მეორე იარაღს მისცემს თავის დასაცავად. კლერი ტოვებს ლეონს და მიდის დაცვის ოთახში რათა დაეხმაროს ლეონს და ანჯელას კურტისისაგან თავის დაღწევაში რომელმაც თავის თავს ჯი-ვირუსი გაუკეთა.

მათ მალევე დაამარცხეს კურტისი, საბოლოოდ კურტისი ანჯელას ძმა აღმოჩნდა. ლეონი ჯდება თვითმფრინავში და მიემართება მიი შემდეგ მისიაზე ხოლო კლერი ბრუნდება დეიდასთან და დეიდაშვილთან.

პიროვნება Edit

კლერი არის ძალიან ძლიერი გოგო, ის გაიზარდა თავის უფროს ძმასთან კრისთან ერთად, რომელიც ბრძოლაში ავარჯიშებდა. მას აქვს უნარი ამოიცნოს ადამიანი (როდესაც საიდუმლოს მალავს).fr:Claire Redfield

მოძიებულია "http://ka.residentevil.wikia.com/wiki/Claire_Redfield?oldid=661"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.