FANDOM


Chris Redfield
200
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაბადების თარიღი:1973
საქმიანობა:U.S. ავიაცია, პილოტი (1990-1995)

S.T.A.R.S. ჯგუფი ალფა-ს ჯარისკაცი (1996-1998) BSAA ოპერატიული აგენტი (2005-)

სტატუსი:ცოცხალი
ფიზიკური ინფორმაცია
სქესი:კაციIconკაცი
სიმაღლე:1.85 სმ
გეიმპლეი
Appearances
First appearance:[first appearance not given]
ბოლო ცვლილება: ago. (Purge)

"I can't keep running away. I have to face the truth, accept responsibility. That's the only way I'll ever remember. The only way I'll get my life back. "
— Chris, after returning to the BSAA

კრის რედფილდი არის ამერიკული, სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების კაპიტანი, რომლის დამფუძნებელია, კრისის დიდი ხნის პარტნიორი ჯილ ვალენტაინი. კრისს ასევე ჰყავს უმცროსი და კლერ რედფილდი.

ბიოგრაფიაEdit

ადრეული ცხოვრებაEdit

დაახლოებით ჩვიდმეტი წლის ასაკიდან, კრისი შეუერთდა შტატების საჰაერო ძალებს, და მსახურობდა პილოტის თანამდებობაზე. თვითმფრინავების გარდა მან ასევე შეისწავლა საბრძოლო ტექნიკა, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით ასევე დანით და ხელით.

საჰაერო ძალების დატოვების შემდეგ, კრისი რაკუნ სიტიში დაბრუნდა სადაც თავისი ძველი მეგობარი ბარი ბარტონი ნახა. ბარიმ შესთავაზა სამუშაოს დაწყება S.T.A.R.S.-ში. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კრისი დასთანხმდა და დაიწყო მუშაობა S.T.A.R.S-ში, ის ბარი ბარტონთან ერთად იყო გუნდ ალფაში რომლის კაპიტანი ალბერტ ვესკერი იყო.

ის მუშაობდა როგორც ქვეით ჯარისკაცად ასევე ალფა გუნდის პილოტად. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი მომავალი პარტნიორი ჯილ ვალენტაინი.

ფაილი:Chris Redfield.jpg
ფაილი:Chriscvxremake.jpg
ფაილი:REUC Chris Redfield.jpg.jpeg
ფაილი:Chrisrevelationshd.png

სპენსერის შენობის გამოძიება (2006)Edit

ფაილი:RE5GoldChris.png

"A few years ago, the BSAA received intel to the whereabouts of Umbrella's founder, Ozwell E. Spencer. Jill and I were ordered by the BSAA's European Headquarters to apprehend him. We accepted that mission in hopes of uncovering some info that would lead us to Wesker."

2006 წელს, კრისმა და ჯილმა მიიღეს ინფორმაცია ამბრელას დამაარსებლის ოსველ სპენსერის მდებარეობის შესახებ, და წყვილი გაემართა მის დასაკავებლად რათა დაეკითხათ.

როდესაც შენობაში შევიდნენ მათ აღმოაჩინეს დაცვის წევრის ორგანოები რომელიც სასტიკად იყო ნაწამები. როდესაც წყვილმა იმ ოთახს მიაღწიეს რომელშიც შესაძლოა სპენსერი იყოს, ისინი ვესკერს შეხვდნენ, რომელმაც რამოდენიმე წუთით ადრე სპენსერი მოკლა. ოთახში ბრძოლა გაჩაღდა, ვესკერმა თავისი სუპერ შესაძლებლობებით ორივეს ცემა მოახერხა. როდესაც ვესკერს კრისი უნდა მოეკლა, ჯილი ვესკერისკენ გაიქცა, ფანჯრიდან გადახტა და ვესკერიც თან გადაიყოლა. კრისი გადარჩა თუმცა როდესაც მან ფანჯრიდან გადაიხედა მიხვდა რომ ჯილს გადარჩენის შანსიც არ ჰქონდა რადგან, ეს ძალიან მაღალი და კლდოვანი ადგილი იყო.

BSAA-ს ჯგუფმა ჩაატარა საგამოძიებო სამუშაოები რათა ჯილის გვამი ეპოვნათ, თუმცა ძებნა უშედეგოდ დასრულდა. ჯილი ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადდა.

კიჯუჯუ-ს ინციდენტი (2009)Edit

"More and more I find myself wondering if it's all worth fighting for. For a future without fear? Yeah, it's worth it. "

ფაილი:230px-ChrisRedfieldRE5.jpg

3 წლის შემდეგ, 2009 წელს, კრისი გახდა ყველაზე აქტიური და პატივსაცემი წევრი BSAA-ს ჯგუფში. ის დაადგენს რომ კიჯუჯუ (ახალი ბიოიარაღი) იქნა გადატანილი აფრიკაში. კრისი გაიგზავნა აფრიკაში რათა დააკავოს ბიოიარაღის დილერი რიკარდო ირვინგი. მას ეხმარება BSAA-ს წევრი და მისი ახალი პარტნიორი შევა ალომარი. ისინი მალევე აღმოაჩენენ რომ მთელი აფრიკა კიჯუჯუს ვირუსით არიან დაავადებულები.

წყვილი მისიის დროს აღმოაჩენენ ალბერტ ვესკერს, კრისი მოსთხოვს ვესკერს რომ ჯილის ადგილსამყოფელი უთხრას, ვესკერი კი მოხდის ქუდს მის საიდუმლო დამხმარეს, კრისი დაინახავს რომ ეს ჯილ ვალენტაინია. კრისს და შევას მოუწევთ ჯილთან შებრძოლება, ისინი ჯილს დაამარცხებენ, ბოლოს კი ჯილი კრისის ვინაობას გაიხსენებს. ბოლოს და ბოლოს კრისი და შევა მოკლავენ ვესკერს, როდესაც ვესკერი ცხელ ლავაში იქნება გახვეული.

ედონიას სამოქალაქო ომი (2012)Edit

"Finn... Hang in there. No, goddamn it!"

2012 წლის 24 დეკემბერს, კრისი (ახლა უკვე კაპიტანი), პირს ნივანსი და მისი ახლადშემდგარი გუნდი გაიგზავნა აღმოსავლეთ ევროპაში, ედონიაში, სადაც B.O.W.-მ ახალი იარაღი გამოცადა და შექმნა ჯუავოები რომლებსაც ჰქონდათ გაჩაღებული სამოქალაქო ომი.
ფაილი:Chris Edonia.jpg

როდესაც კრისი და მისი არმია დანიშნულების ადგილს მიუახლოვდნენ, მათ თავს დაეხნენ მძიმედ შეიარაღებული ჯუავოების არმია. საბოლოოდ კრისი და მისი ჯგუფი შეხვდა მთავრობის აგენტ შერი ბირკინს (რომელზეც კრისმა კლერის ისტორიიდან იცოდა) და დაქირავებულ მებრძოლს ჯეიკ მიულერს. ცოტაოდენი ლაპარაკის შემდეგ მათ თავს B.O.W.-ს მონსტრები, ოგრომენები დაესხნენ. კრისს და მის გუნდს, ჯეიკი და შერი შეუერთდა და მათ ერთად დაამარცხეს მონსტრები. კრისმა ჯეიკი და შერი ვერტმფრენში ჩასვა და დანიშნულების ადგილას გაუშვა. სანამ წავიდოდნენ კრისმა ჯეიკს ჰკითხა ოდესმე თუ ჰყავდა ნანახი თუმცა კრისმა უარყოფითი პასუხი მიიღო.

მოგვიანებით ჯგუფი ალფა კონტაქტში შევიდა ქალთან სახელად ადა ვონგ, რომელმაც დააინფიცირა ალფა ჯგუფი, ამ ჯგუფიდან კი მხოლოდ კრისი და პირსი გადარჩნენ.

ლანშიანგი (2013)Edit

"A witness?! She's the one who did all this!"

ფაილი:RE6 Lanshiang Chris.jpg

მიუხედავად იმისა რომ კრისს ამნეზია სჭირდა და პირს ნივანსზე და მის გუნდზე ვერაფერს იხსნებდა, ის მაინც დასთანხმდა მისიაზე. კრისი და მისი გუნდი სასწრაფოდ გააგზავნეს ლანშიანგის შუაგულში, რადგან ნეო ამბრელას ბიოტერორისტული იარაღები ჰყავდა გაშვებული.

კრისს და პირსს მოგვიანებით თავს თვითმფრინავი დაესხათ თუმცა მათ ის მალევე ჩამოაგდეს. მათ დაინახეს როგორ შედიოდა ადა საწყობში, კრისი და პირსი მას დაედევნენ. მათ არ იცოდნენ რომ ლეონ კენედი და ჰელენა ჰარპერი ადას მისდევდნენ. კრისმა და პირსმა ადა კუთხეში მოიმწყვდიეს, ის დრო იყო რომ კრისს ადასთვის უნდა ესროლა რომ ლეონი კრისს დაესხა თავს და გაიმართა ხანმოკლე ჩხუბი ბოლოს კი მათ ერთმანეთს იარაღი დაუმიზნეს.

ბოლოს ლეონმა დაარწმუნა კრისი რომ ამ ყველაფერში დამნაშავე დერეკ სიმონსია და არა ადა. საუბრის დროს ადამ ხელყუმბარა გამოიყენა და გაიქცა, კრისი და პირსი მას დაედევნენ თუმცა ლეონმა კრისი გააჩერა და უთხრა რომ ისინი ორივე ერთი და იგივე მიზნისთვის არიან ჩამოსულები. საბოლოოდ კრისმა მისი მოკვლა გადაიფიქრა და მის დაჭერაზე ზრუნავდა.

კრისი და პირსი დაედევნებიან ადას, ისინი სახურავზე ავლენ, ამ დროს გამოჩნდება ვერტმფრენი და ადას მოკლავს. ადა სახურავიდან გადავარდება, სახურავზე კი მხოლოდ ქეისი დარჩება რომელშიც ც-ვირუსის გაუმჯობესებული ვერსიაა.

კრისმა და პირსმა შეიტყეს რომ ახლომდებარე გემი აგზავნიდა რაკეტებს ქალაქისკენ რომლითაც მთელი ქალაქი დაავადდებოდა. მათ გაიტაცეს ვერტმფრენი და გემისაკენ წავიდნენ თუმცა ერთ-ერთი რაკეტა გამოასწრებს მათ. ამ დროს კრისს ლეონი დაურეკავს და ეტყვის რომ მან ჯეიკი და შერი უნდა გადაარჩინოს ნეო ამბრელას მიწისქვეშა ლაბორატორიაში, საუბრის დროს კრისი გაიგებს რომ ჯეიკს აქვს ანტისხეულები და ასევე გაიგებს რომ ის ალბერტ ვესკერის შვილია.

როდესაც კრისმა, ჯეიკი და შერი გადაარჩინა ისინი შეჯგუფდნენ. კრისმა ჯეიკს უთხრა რომ მამამისი ალბერტ ვესკერი მოკლა. ჯეიკმა იარაღი დაუმიზნა კრისს და ემუქრებოდა, კრისმა უთხრა რომ სროლისთვის ყველანაირი მიზეზი ჰქონდა მაგრამ ჯეიკმა უთხრა რომ იმ დროისთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდათ ვიდრე ერთმანეთის დახოცვა.

როდესაც საუბარს მორჩნენ, მათB.O.W.-ს მონსტრი ჰაოსი დაესხათ თავს. ჯეიკმა და შერიმ გაქცევა მოახერხეს ხოლო კრისი და პირსი დარჩნენ და მონსტრს შეებრძოლნენ. არსების მოულოდნელი თავდასხმის შედეგად პირსმა ხელი დაკარგა, მან ადას ც-ვირუსი (გაძლიერებული) გაიკეთა ჭრილობაში და მან მუტაცია განიცადა, ამოუვიდა ხელი რომელიც დიდი ოდენობით ელექტროენერგიას გამოყოფს.

კრისმა არაერთხელ დაარწმუნა პირსი რომ როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა მას ოპერაციას ჩაუტარებდნენ და ისევ ჩვეულებრივ ადამიანად გახდიდნენ. როდესაც კაფსულას მიადგნენ (რომლითაც უნდა გაქცეულიყვნენ) პირსმა კრისი კაფსულაში შეაგდო, კარები დაუკეტა და კაფსულა გაუშვა. კრისმა პროტესტი გამოთქვა მაგრად პირსმა ცხოვრების დასრულება გადაწყვიტა რადგან ის უკვე ადამიანი აღარ იყო. სანამ პირსი გარდაიცვლებოდა კრისს კაფსულაში ჰაოსი დაესხა თავს, ამ დროს პირსმა ელექტროენერგია გაუშვა ჰაოსისაკენ და ის გაანადგურა. პირსმა კრისის სიცოცხლე იხსნა.
ფაილი:Chrisepilogue.png

შესაძლებლობებიEdit

კრისი ფლობს სხვადასხვა იარაღებს, განსაკუთრებით პისტოლეტებს, ვინჩესტერებს და სნაიპერებს. ის ასევე გამოირჩევა მიზანში სროლით. კრისს ასევე შეუძლია გამოიყენოს ძალიან ძლიერი და მძიმე იარაღები როგორიცაა "რემინგტონი 1100 მოდელი" რომელიც გამოირჩევა ძლიერი უკუდარტყმით. ის ასევე გამოირჩევა ხელით ჩხუბში და დანით სპარინგში.

კრისის უნარები ყოველთვის სხვებზე წინ აყენებს რომელიც ეხმარება რომ შეინარჩუნოს მაღალი წოდება. ის მისი შესაძლებლობების წყალობით არჩეული იქნა BSAA-ს კაპიტნადfr:Chris Redfield

მოძიებულია "http://ka.residentevil.wikia.com/wiki/Chris_Redfield?oldid=660"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.